ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში ლეღვას მოსახლეობას შეხვდა

27 სექტემბერი 2016, 20:00 923 ნახვა

ქობულეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში, ლეონიდ ჩერნოვეცკი ქობულეთში ლეღვას მოსახლეობას შეხვდა. კიევის ყოფილი მერი ამომრჩეველს იმ ღონისძიებებზე ესაუბრა, რომლებსაც მხარდაჭერის შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაატარებს. ჩერნოვეცკის განცხადებით, მას ამომრჩევლის მხარდაჭერის იმედი აქვს. ლეონიდ ჩერნოვეცკი მოსახლეობას რუსულად, თარჯიმნის დახმარებით ესაუბრა. 
შეგახსენებთ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა არგუმენტად კი, სწორედ ქართული ენის არცოდნას ასახელებდა. საიას განმარტებით, კანონმდებლობით არჩევნებში მონაწილეობა არ შეიძლება, თუ კანდიდატი ქართულ ენას არ ფლობს. ცესკომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი