ბათუმის საავტორო კინოს მეთერთმეტე საერთაშორისო კინოფესტივალი 18 სექტემბერს გაიხსნება. უკვე ცნობილია ჟიურის შემადგენლობა და ფესტივალის პროგრამა. როგორც „ბიაფის“ ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალზე საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამა იქნება წარმოდგენილი. გიორგი გოგიბერიძის ინფორმაციით, საკონკურსო სექციაში მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ, არასაკონკურსო სექციაში კი კინომოყვარულებს „ქართული პანორამის“, „დიდოსტატთა კოლექციის“, „შექსპირზე შექმნილი კინოსა“ და საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა შეეძლებათ. კინოჩვენები კინოთეატრ „აპოლოში“, ევროპის მოედანსა და სასტუმრო „დივანის“ საკონფერენციო დარბაზში მოეწყობა. წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის, „ბიაფის“ სპეციალური პრიზით, რეჟისორები თემურ ბაბლუანი და ვასილ ამაშუკელი დაჯილდოვდებიან, აცხადებს კინოფესტივალის დირექტორი ზვიად ელიზიანი.
თიკო სუსარეიშვილი