ევროკავშირის პროექტის “კომპეტენციათა ცენტრების ქსელი შავი ზღვის რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისთვის” ფარგლებში ბათუმში საკოორდინაციო შეხვედრები დაიწყო. ევროკავშირის, უკრაინისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, სტუდენტები და ტურიზმის დარგში მომუშავე სახელმწიფო და კერძო უწყებები, ერთმანეთს სფეროში დაგროვილ გამოცდილებას უზიარებენ. საკრუიზო ტურიზმის განვითარებისა და განათლების სფეროში საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დღესვე ბათუმის საზღვაო აკადემიას, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტმენტს, გიდების და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრები 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.