LIBE-ს კომიტეტში საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრა დღეს გაიმართება

04 სექტემბერი 2016, 20:00 932 ნახვა

საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში კენჭისყრა დღეს გაიმართება. ამის შესახებ LIBE-ს კომიტეტის თავმჯდომარე კლაუდე მოარესმა განაცხადა.
„კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მიმართ ჩვენს კომიტეტში პოზიტიური დამოკიდებულებაა. რა თქმა უნდა, ერთი ან ორი სახელმწიფო ტრადიციულად დააყენებს საკითხებს, რომლებიც უვიზო მიმოსვლას უკავშირდება. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე კომიტეტში კენჭისყრა ემთხვევა დროს, როდესაც ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ახლო ურთიერთობები დავამყაროთ ჩვენს სამეზობლოში მყოფ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა კლაუდე მოარესმა

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი