საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელის განხილვა დაიწყო. რომელიც „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს ეხება. გადაწუყვეტილება პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ მიიღო. ამ ცვლილებებს კი საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. არასამთავრობო ორგანიზაციები არაკონსტიტუციურად 4 მიმართულებას თვლიან.
”პირველი არის სასამართლოს გაზრდილი კვორუმი ორგანული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. მოსამართლე, როდესაც ამოეწურება ვადა, წყვეტს მიმდინარე საქმის განხილვას. მესამე საკითხი პლენუმისთვის საქმის გადაცემას უკავშირდება.
ბოლო საკითხი, ნორმის შეჩერება. ნორმის შეჩერებას აქამდე ახდენდა როგორც პლენუმი, ასევე კოლეგია. ახლა, ნორმის შეჩერებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პლენუმმა,