პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობის კონკურსში მონაწილე მთავრობისაგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ანა დოლიძეს აინტერესებს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეარჩიეს საქართველოს მთავრობის მიერ ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
ანა დოლიძემ განცხადებით, პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის თქმით, მას როგორც კონკურსის ფინალისტს უსამართლობის განცდა აქვს.