ხულოს ბიუჯეტი შემოსავლების ხარჯზე 112 970 ლარით გაიზარდა

27 ივლისი 2016, 20:00 923 ნახვა

ხულოს ბიუჯეტი, შემოსავლების ხარჯზე, 112 970 ლარით გაიზარდა. თანხა მუნიციპალიტეტში არსებული ოთხი მთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სამუშაოებში გაიხარჯება. ელექროგადამცემი ხაზების მოსაწყობად საჭირო რესურსისთვის გამგეობის თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება შემცირდა, კერძოდ, 40 ათასი ლარი საპრემიო ფონდიდან გამოიყო. საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებმა ადგილობრივი ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიშიც მოისმინეს, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 95% შესრულდა. ნახევარი წლის ბიუჯეტის შესრულება უმრავლესობასთან ერთად ოპოზიციური ფრთის დეპუტატებმაც დადებითად შეაფასეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ხულოს გამგეობის დებულება დამტკიცდა, ასევე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს ექვსი თვის შესრულებული სამუშაოებს ანგარიში წარუდგინა.

ავტორი: მარინა ტარიელაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი