მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი ქრისტინა აგილერა ბათუმშია. მომღერალი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. სწორედ მისი კონცერტით გაიხსნება 30 ივლისს, შეკვეთილში, საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“. კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსურველს მიეცემა. კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი მატარებელი დაინიშნა. 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.