ბათუმში საგზაო უსაფრთხოების კვირეული დასრულდა

10 ივლისი 2016, 20:00 851 ნახვა

ბათუმში საგზაო უსაფრთხოების კვირეული დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო. დავით ვარდიაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპეციალურად მომზადებულ სტენდზე - „ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს“, მოზარდებთან ერთად, ხელმოწერა დატოვა. კვირეულის დახურვის დღეს „ანბანის კოშკთან“ ახალგაზრდებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული დახატეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული 2 ივლისს დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი