''ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს'' პარტიული სიის პრეზენტაცია მიმდინარე კვირას გაიმართება”, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიას პრემიერ-მინისტრი წარადგენს.
”საზოგადოება გაიგებს, ვინ რა უბანზე იქნება პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამ დროისთვის ზაქარია ქუცნაშვილი არ საუბრობს იმაზე, თუ რა სახით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.