ანთაზ ქიქავა და მერაბ ხალვაში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის არჩევნებში ამ ეტაპისთვის ორი კანდიდატია რეგისტრირებული. განცხადებების მიღება დღეს დასრულდება. ვის აირჩევს აკადემიური საბჭო, 18 ივლისს გაირკვევა. კანდიდატმა გამარჯვებისთვის აკადემიური საბჭოს 11 წევრიდან, მინიმუმ, 6-ის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევენ.