ხელვაჩაურის გამწვანებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის უფროსი დავით ღოღობერიძე დააკავეს

07 ივლისი 2016, 20:00 981 ნახვა

ხელვაჩაურის გამწვანებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის უფროსი დავით ღოღობერიძე ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა დააკავეს. მას ბრალი ქრთამის აღებაში ედება. ღოღობერიძეს, ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის 2 500 ლარის გამოძალვას ედავებიან. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 
ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე ამბობს, რომ დეტალები საგამოძიებო სამსახურის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, მისი განმარტებით გამგეობის თანამშრომლის დაკავების ფაქტი ურნებზე გამოცხადებულ ტენდერს უკავშირდება. რაც შეეხება გამგეობის თანამშორმლებს მათი მტკიცებით დავიტ ღოღიობერიძის საქმიანობაში საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ

დავით ღოღობერიძე გამგეობის შენობის წინ გუშინ საღამოს დააკავეს. ის თვითმართველობაში ერთი წელია მუშაობს.

ავტორი: ფირუზ ბოლქვაძე

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი