ბათუმში ერთერთი სამორინეს 50-ზე მეტი თანამშრომელი მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს

07 ივლისი 2016, 20:00 966 ნახვა

ბათუმში ერთერთი სამორინეს 50-ზე მეტი თანამშრომელი მესამე თვეა კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვს. თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, სამორინე ერთი კვირის წინ ისე დახურეს, რომ მათ ამის შესახებ წინასწარ არც კი იცოდნენ. თანამშრომელთა ნაწილი თბილისიდან, კიევიდან და მოსკოვიდან მოწვეული სპეციალისტები არიან. უცხო ქვეყნის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. დაწესებულების ხელმძღვანელობა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი