სასტუმრო რედისონში KFW-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდიბარეობს

06 ივნისი 2016, 20:00 1086 ნახვა

სასტუმრო რედისონში KFW-ს ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდიბარეობს. 2016 წლის გეგმის მიხედვით, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში წყლისა და კანალიზაციის უწყვეტი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - რეაბილიტაცია იგეგემება. პროექტის ღირებულება 20 მილიონი ევროთი განისაზღვრა, რომელსაც კომპანია აჭარის მთავრობას სესხად გადასცემს. კომპანიის ოპერირების გამარტივების მიზნით , ხუთმა მუნიციპალიტეტმა და თვითმმართველმა ქალაქმა ბათუმმა გაერთინებული წყალმონარაგების მართვის კომპანიასთან ხელსეკრულებას ხელი უნდა მოაწერონ. კომპანია წყალმომარაგებისა და წყალინარების სისტემებს ექსპლოატაციას გაუწევს, ასევე, ლოკალური სერვის-ცენტრების მეშვეობით, სამომავლო ინვესტიციების დაგეგმავს. თუ წინა პროექტის თანახმად, პროგრამაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ფინანსური წილი ჰქონდა, ახლა ის ვეტოს უფლებით ისარგებლებს და კომპანიის საქმიანობას დააკვირდება.

ავტორი: თიკო სუსარეიშვილი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი