აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავენ დღეს პროტესტანტებიც. ღვთისმსახურება ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტულ ეკლესიაში დილის 11 საათზე დაიწყო.
ლიტურგია ქართულ და რუსულ ენებზე მიმდინარეობდა, შესრულდა საგალობლები. აღდგომას მართლმადიდებლები ზუსტად ერთ კვირაში, 28 აპრილს იზეიმებენ.