სატელეფონო საუბარი საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებს  შორის   

20 აპრილი 2019, 00:00 910 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტსა და ესტონეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის წამოწევისათვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.

მისი თქმით, კერსტი კალიულაიდი ყველა საერთაშორისო და დიდ ფორუმზე იყენებს შესაძლებლობას, საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატოს. ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.  ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა. ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე სააგენტო ''ესთონიან ვორლდიც“ წერს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი