პრემიერი ''აუდიტორია 115-ის'' წევრებს ხვდება

17 აპრილი 2016, 00:00 3916 ნახვა

პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილმა "აუდიტორია 115"-ს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ, ერთ-ერთის თანახმად, სტუდენტები შექმნიან სამუშაო ჯგუფს და ამ ჯგუფთან პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას შეხვედრას გამართავს. შეხვედრა "აუდიტორია 115-სა" და პრემიერს შორის პირველ კორპუსში შედგა. უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში დაცვის ერთი თანამშრომლითა და პრესსამსახურის გარეშე მივიდა. პრემიერი სტუდენტებთან შეხვედრას აჭედილ კართან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ელოდა. გიორგი კვირიკაშვილი უნივერსიტეტში გაფრთხილების გარეშე მივიდა, რაც გაფიცულებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. 

ამავე კატეგორიაში