წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენა - ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი, ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დასრულდა. ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატის აბსოლუტური ტრიუმფატორია.
მან სამივე დისციპლინაში მსოფლიოს და ევროპის რეკორდები დაამყარა და სამი ოქრო მოიპოვა. ირაკლი თურმანიძის ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო და ირაკლი ჩხეიძის კიდევ ერთი ბრინჯაო. საქართველოს ნაკრებს უკვე დასრულებულ ევროპირველობაზე 15 მედალი აქვს.