რევაზ დავითაძემ რეკორდი დაამყარა

11 აპრილი 2019, 00:00 1868 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, რევაზ დავითაძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ატაცის ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის 23-წლამდელთა რეკორდი დაამყარა. მან 170-კგ დაძლია. 

დავითაძე ძალოსანი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია.

ბათუმში ასპარეზობა დავითაძემ ატაცში 164 კილოგრამით დაიწყო შემდეგ კი 167 დაძლია.

89 კგ წონით კატეგორიაში მას 8 მოწინააღმდეგე ჰყავს.

საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია. რევაზ დავითაძის ოქრო, შოთა მიშველიძის ვერცხლი და გოგა ჩხაიძის ბრინჯაო.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში