საქართველოს ნაკრების წევრმა მაკა ვეფხვაძემ ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში გამოსვლა დაასრულა. ც-ჯგუფში 64 კგ წონით კატეგორიაში ვეფხვაძემ 6 ცდა წარმატებით გამოიყენა. მაკამ ორივე დისციპლინა ყველაზე დაბალი წონით დაიწყო. ატაცში მან პირველ მისვლაზე 65 კილოგრამი დაიმორჩილა, ამის შემდეგ კი ჯერ 69, შემდეგ კი 73 კილოგრამს გაუმკლავდა.
19 წლის ქართველმა ძალოსანმა აკვრაში მიყოლებით 85; 89; და 92 კილოგრამები აკრა, ორჭიდში 166 კილოგრამი მოაგროვა და ამ შედეგით „ც“ ჯგუფი მეხუთე ადგილზე გავიდა. საბრძოლო განწყობისთვის ქალთა ნაკრების მწვრთნელი და სპორტსმენი შეჯიბრებაზე „9აპრილი გვახსოვს“ სამკლაურით წარსდგნენ. ცნობისთვის დღესვე „ბ ჯგუფში“ ვაჟებს შორის საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობას 73-კგ-ში არჩილ მალაყმაძე დაიწყებს. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უკვე სამივე სინჯის მედალი აქვს.