ხელვაჩაურის პოლიციაში მაჭახლის ხეობის მცხოვრები გამოკითხეს

04 აპრილი 2019, 00:00 2282 ნახვა

სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის გამო ხელვაჩაურის პოლიციაში  ავთანდილ მსხალაძე გამოკითხეს. პროცესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი და მოძრაობა „სიტყვის კაცების“ ერთ-ერთი დამფუძნებელიც ესწრებოდნენ.

იურისტის პაატა დიასამიძის ინფორმაციით, საქმეს არც სამართლებრივი შეფასება  და არც კვალიფიკაცია აქვს მინიჭებული. მისი თქმით, ამ ეტაპზე კომპანია „ბიჯი თრეიდის“ მფლობელის წერილობითი საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობს მოკვლევა.

საჩივარი ხელვაჩაურის რაიონულ პროკურატურაში 21 მარტსაა შესული. კომპანიაში გუშინ ირწმუნებოდნენ, რომ მათ სამართალდამცავებისთვის არ მიუმართავთ, მოგვიანებით კი განაცხადეს, რომ 112-ზე განახორციელეს სატელეფონო ზარი.  

კომპანიის იურისტი საჩივართან და კომპანიის პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს. შეგახსენებთ, რომ კომპანია „ბიჯი თრეიდიქედქედში მცირე ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობას გეგმავს, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი