რამდენიმე წუთის წინ(20:30) ავტობანზე, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია და არც დაშავებულები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.