ახალი გამოწვევა ე.წ. ჩელენჯი ქართველი სპორტსმენებისთვის

02 აპრილი 2019, 00:00 1506 ნახვა

საქართველო ''თეთრი ბარათის“ კამპანიას უერთდება. სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები ახალ გამოწვევას იწყებენ. 

კამპანიის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებაა. თამაშის წესები კი შემდეგია: უნდა გადაიღოთ სელფი თეთრი ბარათით, გააზიაროთ ფოტო სოციალურ ქსელში ჰეშთეგით - #WhiteCard და გამოიწვიეთ თქვენი მეგობრები.

''თეთრი ბარათი'' ე.წ. წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას.

კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

''ფოტოს ატვირთვის შემდეგ, კამპანიის ინიციატორ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ჩართულობის სტატისტიკა სხვადასხვა ქვეყნებში და შეაფასოს აქტიურობის დონე. წლის  მანძილზე  გამოვლინდება  ყველაზე  აქტიური  ქვეყანა  და  გადაეცემა  სიმბოლური პრიზი. აღნიშნული ღონისძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება და 2018 წელს მასში მონაწილეობა მიიღეს: როჯერ ფედერერმა, ბორის ბეკერმა, ფლორენ მალუდამ, ელენა ისინბაევამ და სხვა არაერთმა ცნობილმა სპორტსმენმა'' - წერია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

6 აპრილს საქართველო გაეროს ინიციატივას მეექვსედ უერთდება, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში