საქართველოში მუშები ისევ იღუპებიან - სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტია ფატალურ შემთხვევებს ვერ აჩერებს. კანონის მიღების მიუხედავად, სამოქალაქო სექტორში მეტ ქმედით ნაბიჯს და შრომის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ - ამჯერად გუშინ დაღუპული მუშების სახელით გამოვიდნენ ქუჩაში მოქალაქეები და აქცია გამართეს. აქცია დათო აბესაძის და ედვარდ ვარიშოვის პატივსაცემად გაიმართა ბათუმსა და თბილისში.