შეხვედრა ირანის გენერალურ კონსულთან

10 აგვისტო 2016, 00:00 2133 ნახვა

რეგიონის პირველი პირი  ბათუმში ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაღრმავების  სურვილი გამოთქვეს.  დაიგეგმა ბიზნეს-ფორუმების გამართვა. საუბარი შეეხო ასევე  სოფლის მეურნეობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, ირანელი ბიზნესმენების მოზიდვას, ახალი ინოვაციური პროექტების დანერგვას და ერთობლივი საწარმოების შექმნას. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი