მძევლად აყვანის საქმეზე 17 ნაფიც მსაჯულობის კანდიდატმა თვითაცილება მოითხოვა

28 მარტი 2019, 00:00 1327 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველად არჩევენ ნაფიც მსაჯულებს სისხლის სამართლის საქმის განსახილველად. მოქალაქის მძევლად აყვანის საქმეში ბრალდებულმა 3 პირმა მოითხოვა, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ. 

ამ წუთებში საქმის პროკურორი და ადვოკატები 300 კანდიდატიდან, შემთხვევითი პრინციპით 12 ნაფიც და 2 სათადარიგო მსაჯულს ირჩევენ. 

კანდიდატების შერჩევა, სამოქალაქო რეესტრის საერთო სიიდან, შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი 21 კანდიდატიდან 17-მა მოქალაქემ, მოსამართლეს თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა.

მსაჯულობის ერთ-ერთი კანდიდატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ადვოკატის ახლობელია. დანარჩენებმა კი თვითაცილების მიზეზად ჯანმრთლობის პრობლემა დაასახელეს, რის გამოც  საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.

მოსამართლემ 17-ე მოქალაქის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 21-დან ოთხი კანდიდატი დათანხმდა ნაფიც მსაჯულობას. კანდიდატების შერჩევა 279 კანდიდატიდან გრძელდება.

სხდომის დაწყებამდე მოსამართლე ლევან გელოვანმა კანდიდატებს საქმის არსი გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია იმ ბრალის შესახებ, რასაც გამოძიება 3 პირს ედავება. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი