საკონსტიტუციო სასამართლო ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელს განიხილავს

28 მარტი 2019, 00:00 1136 ნახვა

„კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ საქმის არსებითად განხილვა  საკონსტიტუციო სასამართლოში  დაიწყო.  სადავოა ნორმა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს უფლება აქვს გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმის მასალები შეეხება უშუალოდ დაზარალებულს, შესაბამისად, მას უნდა შეეძლოს ასლების მიღება.  

სარჩელის ავტორები განმარტავენ, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცნობის უფლებას.  საქმეს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.  

შეგახსნებთ, საქართველოს პროკურატურა  25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი