საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო

28 მარტი 2019, 00:00 1166 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადმოცემაზე უარს ეხება.  

ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განმარტებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.

შეგახსნებთ, რომ საქართველოს პროკურატურა უკვე 25 წელია იძიებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი