საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი, დღეს ისე ახლოსაა ნატო-სთან, როგორც არასდროს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს.მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ჩვენს ქვეყანაში ტარდება ნატო-საქართველოს სწავლება. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი კურსისა და ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება.
სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტიც, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა შესაძლებლობები და მის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების ნდობა და მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.