მკლავჭიდელი გოგო ვაიოდან

26 მარტი 2019, 00:00 3644 ნახვა

16 წლის გოგო, რომელიც მკლავჭიდითაა გატაცებული, უფრო მეტიც, ქეთი შავიშვილმა 24 მარტს, საქართველოს მკლავმჭიდისა და პარა-მკლავმჭიდის ჩემპიონატზე მარჯვენა ხელით იასპარეზა და მესამე ადგილი მოიპოვა. მანამდე კი პირველი ადგილი დაიკავა აჭარის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატზე.

ჯერჯერობით, დარწმუნებული არაა გააგრძელებს თუ არა ასპარეზობას ევროპის ტიტულის მოსაპოვებლად, წინ ეროვნული გამოცდები და სამზადისი ელოდება. ცნობისთვის, სკოლაში სადაც ქეთი სწავლობს შესაბამისი ინვენტარი არაა მოწყობილი, სავარჯიშოდ ვაიოდან ბათუმში დადის.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში