ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატის განმარტება

23 მარტი 2019, 00:00 1279 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ზვიად გამსახურდიას ოჯახის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახის ადვოკატის განმარტებით საჩივარი, დაზარალებულისათვის პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემაზე უარს შეეხება. სასამართლო განხილვა 28 მარტს დაინიშნა. უფლებადამცველის განცხადებით იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, ყველა დაზარალებულს უფლება მიეცემა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის მასალები და აღარ იყოს დამოკიდებული მხოლოდ პროკურორის მიერ სიტყვიერად მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისი და უნდობლობას აღრმავებს დაზარალებულსა და პროკურატურას შორის.

პროკურატურა 25 წელია იძიებს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმეს, რომელსაც 2015 წელს მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით, გამოძიების მასალების გადაცემაზე პროკურატურა მათ უარს ეუბნება, სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე მითითებით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი