მკვდარი ცხოველები ტომრებით, ღია ცის ქვეშ. ეს სურათი ადლიის ნაგავსაყარის მიმდებარედ არსებულ ე.წ. ბეიკერის ორმოსთანაა. ტერიტორია ყოველგვარი სანიტარული ნორმების დარღვევით ფუნქციონირებს, ისევე როგორც ნაგავსაყარი.
ეკოლოგიის ექსპერტი კახა გუჩმანიძე აცხადებს, რომ ადლიის ნაგავსაყარმა კანონით გათვალისწნებული ყველა ვადა ამოწურა, 2015 წელს მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსით უნდა მომხდარუყო ტერიტორიის ნაგავსაყარის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, თუმცა ამ დრომდე საკითხი ღიაა. ქალაქის მერის განცხადებით, ნაგავსაყარის შემოღობვა ან სხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დიდ თანხებთან და დროსთანაა დაკავშორებული.
ლაშა კომახიძე სამუშაოებს იმ მიზეზით არ იწყებს, რომ მალე ცეცხლაურის ნაგავსაყარი ექსპლუატაციაში შევა.