ამერიკულ კუთხეში ტექნოლოგიური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. პროექტ „ვირტუალური რეინჯერების“ მონაწილეებმა სხვადასხვა სახის ინოვაციური გამოგონებები და ტექნოლოგიები შეისწავლეს.
დამთვალიერებელს კი შესაძლებლობა ჰქონდა ახალგაზრდების მიერ შექმნილი 3 დე პრინტერით დაბეჭდილი ნამუშევრები ენახა და ინოვაციური პროექტები ვირტუალურ რეალობაში დაეთვალიერებინათ. პროექტის მიზანი სამ განზომილებაში ობიექტების და პროექტებით დაინტერესებაა.