სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვა იწყება

18 მარტი 2019, 00:00 947 ნახვა

პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტების განხილვას იწყებს.  პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს -  რომელსაც დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განიხილავს.

კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში. პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენის გარდა, მისი კლასიფიკაციის  შესაბამის ანალიზს გააკეთებს.

ამავე კატეგორიაში