რატომ ვერ დალუქეს ბათუმში ნარჩენების შემკრები ერთადერთი ბუნკერი?

14 მარტი 2019, 00:00 1403 ნახვა

ბათუმში, ახმეტელის ქუჩაზე არსებული 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ერთადერთია, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი, ნარჩენების მართვის წარსულში აპრობირებული მეთოდი - საუბარია ბუნკერზე. ეს მოსახლეობის ნაწილს აწუხებს, ნაწილი კი აუცილებლობად მიიჩნევს. გადაწყვეტილების მიღებას კი ყველა მცხოვრების თანხმობა სჭირდება.

ცნობისთვის, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ მეთოდზე უარი  წლების წინ თქვა, რადგან ზოგადად ბუნკერები ანტისანიტარიის კერად მიიჩნევა.

ახლა, დარჩენილი ბუნკერიდან ნარჩენები ღია წესით გააქვთ. ეს კი მოსახლეობასთან ერთად, სანდასუფთავების თანამშრომლებისთვისაც დისკომფორტულია. ამასთან, როგორც ირკვევა, თანამედროვე სტანდარტზე გადასვლის შემდეგ, ეს ამ სამსახურს აღარც ევალება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი