2019 წელს , აჭარაში, სოფლის მეურნეობაში დაგეგმილი პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა ხულოში. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში გაიხსნება მომსახურების ცენტრი, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია სარეალიზაციოდ მომზადდება და დახარისხდება.
წელსვე ფერმერები ისარგებლებენ მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროგრამით. მთლიანობაში სამინისტრო ხულოში 20 პროგრამას განახორციელებს.