ჰარუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინი, ბრაზილიელ გოლიათს, მაეგაშირა კაისეის შეხვდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ლევან გორგაძეს ტურნირზე ბალანსი 3:2-ზე გაუხდა.
ტოშინოჩინის მომდევნო მეტოქე კომუსუბი მიტაკეუმი იქნება, ვისთანაც ბალანსი 6:3-ზე აქვს.
რაც შეეხება მეორე ქართველ ფალავანს, გაგამარუმ, ჯურიო ლიგაში მესამე მარცხი იწვნია. თეიმურაზ ჟუღელი იაპონელ კიოკუტაისეისთან დამარცხდა.