საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში

13 მარტი 2019, 00:00 968 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტის შემდეგ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა და საქართველო - სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მან როგორც პრემიერმა პირველი ვიზიტი  საქართველოში განახორციელა, რაც სომხეთის მთავრობის დამოკიდებულების მანიშნებელი და საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმაა.

საქართველოს პრეზიდენტმა კი განაცხადა - „ერთად შეგვიძლია ბევრად მეტი ვიდრე მარტო, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით - აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების მეტად განვითარებას დიდი პოტენციალი გააჩნია. მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც. ისაუბრეს ტურიზმის სფეროში პარტნიორობაზე. 

ამავე კატეგორიაში