კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას მოქალაქეები აპროტესტებენ. საინიციატივო ჯგუფის ''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' წევრები ბათუმის მერიასთან იკრიბებიან.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან ბანერი ''არა ქიმიურ ტერმინალს'' მიიტანეს.
აქცია სოციალურ ქსელში, ლაშა კომახიძის განცხადების შემდეგ დაანონსდა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაწერეს: ''დღეს ბათუმს კლავენ, შევიკრიბოთ მერიასთან''.
ქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კარბამიდის ტერმინალი ტურისტულ ქალაქს საფრთხეს არ შეუქმნის და მშენებლობაზე ნებართვა დღეს გაიცემა.