მძლეოსანი გიორგი მუჯარიძე ბირთვის კვრაში ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული და ახალი რეკორდის ავტორია. სლოვაკეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მუჯარიძემ ბირთვი 20, 27 მეტრზე გაისროლა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მუჯარიძის შედეგი ამ ასაკობრივ კატეგორიაში ევროპაში საუკეთესოა.