ბათუმში გაიმართა ქალ-მეწარმეთა ეროვნული ბიზნეს-ფორუმი. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ტრენინგი რეგიონებიდან მოწვეულ 250 ქალს ჩაუტარდა.
ფინანსების მოზიდვა, ბაზარზე პოზიციების შენარჩუნება, პროდუქტის ბრენდირება და შეფუთვა - მეწარმეებმა სხვადასხვა საკითხებზე მიიღეს საჭირო ინფორმაცია სპეციალისტებისგან.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ქალები აქტიურად უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციალურ-ეკონომიკურ საქმიანობაშიც. რეგიონის პირველი ფინანსისტის განმარტებით, 2018 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩართული მეწარმეებიდან დაახლოებით 40 პროცენტი ქალია.