მაიკოვსკის ქუჩაზე ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია მეორე დღეა გადაკეტილია. მერიაში განმარტავენ რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო ამ მონაკვეთზე მოძრაობა კიდევ 20-25 დღის განმავლობაში შეიზღუდება.
გზაზე კეთილმოწყობით სამუშაოებს შპს გზები აწარმოებს, პროექტის მიხედვით დაეგება ასფალტი და სანიაღვრე სისტემა შეიცვლება, რისთვისაც 4 მილიონ 700 ათასი ლარი დაიხარჯება. მაიაკოვსკის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გასულ წელ დაიწყო, პროექტი ორ წლიანია და წლის ბოლომდე დასრულდება.