ელჩების კონფერენცია

28 დეკემბერი 2024, 19:57 130 ნახვა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, პანელური დისკუსია გაიმართა.
პანელური დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის.
დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.
ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში