ქვიშის რაგბის მე-9 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის “მეკობრეები” და რუსეთის გუნდი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება “მეკობრეების” სასარგებლოდ 4:3 დასრულდა. მესამე ადგილი კი თელავის გუნდს ერგო. ფესტივალში 12 სამოყვარულო გუნდი მონაწილეობდა. შეჯიბრება საქართველოსა და აჭარის რაგბის კავშირების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ბათუმის მერიისა და “სპორტი ყველასთვის” მხარდაჭერით გაიმართა.