უცხოელს  მიწის დაუმუშავებლობის  შემთხვევაში საჯარიმო სანქციები დაეკისრება

03 მარტი 2019, 00:00 1352 ნახვა

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებით პარლამენტი ორ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ ორგანული კანონის პროექტი, ასევე “მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონპროექტი და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივები. კანონპროექტი საკონსტიტუციო ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში“.

კანონით შემოდის საჯარიმო სანქციები მიწის არდამუშავების შემთხვევაში. პროექტის გათვალისწინებით, შეიქმნება მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების ბალანსების შედგენიდან დაწყებული, მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში გააკეთებს შესაბამის ანალიზს. “კონსტიტუციის თანახმად, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი