„ბორჯღალოსნებმა“ ბელგიის ნაკრები დაამარცხეს

02 მარტი 2019, 00:00 1253 ნახვა

ბელგია საქართველო - 6:44. „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ მორიგ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები, ბელგიას ბრიუსელში შეხვდა და დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე თავიდანვე წნეხის ქვეშ მოაქციეს და მეათე წუთზე დადო გურამ გოგიჩაიშვილმა პირველი ლელო დადო  – აღსანიშნავია რომ ეს გურამისთვის ნაკრებში სადებიუტო ლელო იყო. 23-ე წუთზე მილტონ ჰეიგის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს. ბელგიელებს მეორე ლელო ინდივიდუალური გარღვევის შედეგად, გიორგი ნემსაძემ დაუდო. მათიაშვილმა ამჯერად გარდასახვა ზუსტად შეასრულა და საქართველო 12:0 დაწინაურდა. აქედან დაახლოებით სამ წუთში ქართველებმა მესამე ლელოც დადეს.

მათიაშვილის ეფექტური გრძელი გადაცემის შემდეგ, თავი გიორგი ცუცქირიძემ გამოიჩინა, რომელმაც ნაკრებში თავისი მეოთხე ლელო მიითვალა. მათიაშვილის დარტყმული გარდასახვა ამჯერადაც არაზუსტი გამოდგა. მეორე ტაიმში ლელოს დასადებად „ბორჯღალოსნებს“ 23 წუთი დასჭირდათ, რის შემდეგაც გულშემატკივარმა კიდევ ერთი სადებიუტო ლელო იხილეს. ზურაბ ძნელაძემ სხვაობა 21 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც გარდასახვის დარტყმა უკვე შეცვლაზე შემოსულმა გელა აფრასიძემ ითავა და მცდელობაც წარმატებული გამოვიდა – 6:29. თამაშის ბოლო ლელო კომპენსირებულ დროში გიორგი თხილაიშვილმა დადო. მან მეტოქე კონტაქტით ჩამოიცილა და საბოლოო ანგარიში 6:44 დააფიქსირა.

ამავე კატეგორიაში