ვის წარადგენს ხულოს მერობის კანდიდატად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, პარტიაში ჯერ - ჯერობით არ იციან. საკრებულოს წევრების განმარტებით, კანდიდატის ვინაობა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.
ირაკლი ჯორბენაძის ინფორმაციით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს გაერთიანებულ ოპოზიციასთან. შესაძლოა მათ ერთი პრეტენდენტი წარმოადგინონ მერის პოზიციის დასაკავებლად. თვითმმართველობაში არჩევნები მაისში ჩატარდება.