სასტუმრო ''არმაზის'' საქმეზე სასამართლო დღეს განაჩენს  გამოაცხადებს

01 მარტი 2019, 00:00 1551 ნახვა

სასტუმრო “არმაზის” საქმეზე  ბათუმის საქალაქო სასამართლო დღეს განაჩენს  გამოაცხადებს. პროცესი 13 საათზეა ჩანიშნული.  განაჩენის გამოცხადება მოსამართლე ლევან გელოვანმა რამდენჯერმე გადადო. საქმის არსებითი განხილვა   მეოთხე წელია მიმდინარეობს.

დაცვის მხარეს მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე ობიექტურ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და  განაჩენი  იქნება გამამართლებელი.  მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული გარდაცვლილია, არც დაზარალებული და არც დაცვის მხარე პროცესის შეწყვეტის მომხრე არ იყო.  

ზაზა ართმელაძემ ორი  წლის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. გამოძიება მას   სახანძრო უსაფრთხოების  წესების დარღვევას ედავება. შეგახსენებთ, ქობულეთში 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი