საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში მგზავრობისთვის მხოლოდ ID ბარათი სჭირდებათ

01 მარტი 2019, 00:00 5207 ნახვა

უკრაინა საქართველოს შორის მიმოსვლა გამარტივდება. ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, მეგობარი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ ID ბარათით, პასპორტის გარეშე შეუძლიათ. შეთანხმება ძალაში დღეიდან, 2019 წელის 1 მარტიდან, შევიდა. 

საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ გამარტივებული მიმოსვლა უკრაინასთან, ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის მოქალაქეების აქტიურ მიმოსვლას. ასევე, ტურიზმისა და ბიზნეს კუთხით ურთიერთობების გაღრმავებას. 

საქართველოს  უკვე წლებია თურქეთთან ანალოგიური ხელშეკრულება აქვს და  მოქალაქეები მეზობელი ქვეყნის საზღვარს ID ბარათით კვეთენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი