ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან მსუბუქი ავტომობილი ტრაილიერთან შეჯახების შედეგად ამოტრიალდა. შეჯახების დროს სამი მოქალაქე დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.
ერთერთ დაშავებულია ქალია, მას თავის ტრამვა და ხელის მოტეხილობა აღენიშნება. მამაკაცს კი, მედიკოსების ინფორმაციით, გულმკერდის დაჟეჟილობა აღენიშნება.
შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
გვირაბთან, ჩაქვიდან ბათუმის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა ამ წუთებში შეზღუდულია.